ივანიშვილის განსაცდელი - პარტნიორები ამერიკიდან ოლიგარქების დასანქცირებას ითხოვენ

30.09.24 20:08
ივანიშვილის განსაცდელი - პარტნიორები ამერიკიდან ოლიგარქების დასანქცირებას ითხოვენ

შტურმი "ოცნებაზე" ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან - ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, ქვეყანა უმძიმეს შედეგებს იმკის. რუსული კანონი და შეუსრულებელი ვალდებულებები - ევროკომისიის მაღალჩინოსანმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, რის გამოც საქართველო ევროკავშირის მიღმა დარჩა. ქვეყანამ ევროპულ გზას გადაუხვია, ამიტომ ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია. 

ქართული დემოკრატიის გადასარჩენად კი  ჯო ბაიდენს ამერიკელი დიპლომატები მიმართავენ. იან კელი და დევიდ კრამერი სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ითხოვენ, მათ შორის, ფინანსურ შეზღუდვებს. საუბარია არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე. ოლიგარქები მრავლობითშია მოხსენიებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სანქციების სამიზნე ივანიშვილის მდიდარი გარემოცვაც უნდა გახდეს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები