სადამკვირვებლო მისიების წინააღმდეგ შტურმი კრახით დასრულდა - როგორ აპირებს ხმების დაცვას მესამე სექტორი

30.09.24 20:14
სადამკვირვებლო მისიების წინააღმდეგ შტურმი კრახით დასრულდა - როგორ აპირებს ხმების დაცვას მესამე სექტორი

დამკვირვებლების წინააღმდეგ რეპრესიების პირველი ტალღა კრახით დასრულდა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლები არჩევნებს მაინც დააკვირდებიან. მას შემდეგ, რაც რეჟიმმა გავლენიან ორგანიზაციას 24 წლის მანძილზე პირველად აუკრძალა კენჭისყრის პროცესის მონიტორინგი, "გამჭვირვალობა საქართველოში" სათადარიგო გეგმა აამოქმედეს. ორგანიზაცია უბნებზე ათასობით დამკვირვებელს მაინც მიავლენს.  

ოლიგარქის რეჟიმი ცდილობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს რაც შეიძლება ნაკლები დამკვირვებელი ჰყავდეს. ეს "ოცნებისთვის" არის შანსი, რომ უბნებზე დარღვევები და მანიპულაციები ყურადღების მიღმა დარჩეს, მმართველმა პარტიამ კი ხმები მიიტაცოს. ამიტომ დაიწყო ორგანიზაციების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია "ოცნების" მორჩილებაში მყოფმა რაჟდენ კუპრაშვილმა. ანტიკორუფციულის წამოწყებული საქმე სასამართლო კლანმა გააგრძელა, მაგრამ რეჟიმის გეგმა რამდენიმე დღეში ჩამოიშალა.

დამკვირვებლების სკანდალი უკვე გაცდა საქართველოს ფარგლებს - რაზე ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას - ნანუკა ქაჯაიაა პირდაპირ ეთერში.