ივანიშვილის გუნდის ჩანაფიქრი პუტინმა გათქვა - "ოცნება", სავარაუდოდ, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს
ოლიგარქის რეჟიმის ჩანაფიქრი პუტინმა გათქვა - "ოცნება", სავარაუდოდ, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს. ნიადაგის მომზადება უკვე დაწყებულია. ლავროვის შემდეგ განცხადებას უკვე პუტინი აკეთებს, რომელიც ოლიგარქის ხელისუფლებას, პრაქტიკულად, ეუბნება, რა უნდა გააკეთოს. სანაცვლოდ კი თავად პირობას დებს, რომ აფხაზეთის, ე.წ. სახელმწიფოს გაძლიერებისთვის იმუშავებს.
მანამდე ლავროვმა დააანონსა, რომ საქართველოს დაეხმარება მეზობლებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის აღდგენაში. კრემლიდან წამოსული გზავნილები კი "ოცნებაში" აღფრთოვანებას იწვევს. ორი დღეა ოლიგარქის გუნდი სიხარულს არ მალავს და ამტკიცებს, რომ ოკუპანტიდან წამოსული ინიციატივები ქვეყნისთვის პოზიტიურია.