პროტესტი საარჩევნო ადმინისტრაციაში - არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, "ოცნების" მიერ წარდგენილი წევრები საუბნო კომისიებს ტოვებენ
პროტესტი საარჩევნო ადმინისტრაციაში - არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საუბნო კომისიებს დემარშით "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი წევრები ტოვებენ. თავმჯდომარეები, მოადგილეები და რიგითი წევრები განცხადებებს ერთმანეთის მიყოლებით წერენ, სადაც არადამაჯერებელ მიზეზებს ასახელებენ. შემთხვევითი არ არის, რომ დემარში საუბნო კომისიების წევრებმა პირველი სხდომის შემდეგ დაიწყეს. ეს აჩენს ეჭვს,რომ ამავე შეხვედრაზე მათ პოლიტიკური დავალება მიიღეს, რის შესრულებაზეც უარი თქვეს და კომისიები დატოვეს.