სრულად იზოლირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო - უკვე სამი თვეა, სხდომები დახურულია და იქ არავის უშვებენ
სრულად იზოლირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო - უკვე სამი თვეა საბჭოს სხდომები დახურულია და იქ არავის უშვებენ. მათ შორის, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც უფლება აქვთ სხდომებს დაესწრონ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღესაც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და "სასამართლო გუშაგის" წარმომადგენლებმა დარბაზში შესვლა ვერ მოახერხეს. მესამე სექტორს ისე უკეტავენ კარს, რომ ახსნა-განმარტებასაც არ აძლევენ. შესაბამისად, არავინ არის ამბის გამომტანი, რა გადაწყვეტილებებს იღებს კლანი, რომელსაც საზოგადოებას საგულდაგულოდ უმალავს.