ჯანდაცვის სისტემა და ონკოპაციენტების მკურნალობის გაუმჯობესება - რა გეგმა აქვს კოალიცია "ძლიერ საქართველოს"

30.09.24 21:33
ჯანდაცვის სისტემა და ონკოპაციენტების მკურნალობის გაუმჯობესება - რა გეგმა აქვს კოალიცია "ძლიერ საქართველოს"

რა გეგმა აქვს კოალიცია "ძლიერ საქართველოს" ონკოპაციენტებისთვის განკუთვნილი მკურნალობის ხარისხის გასაუმჯობესებლად? - ამ კითხვით მიმართა მოქალაქემ გაერთიანების ლიდერებს ამომრჩეველთან შეხვედრაზე, სადაც კოალიციის წარმომადგენლები ადგილზე შეკრებილ პირებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსახორციელებელ ნაბიჯებს აცნობენ.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მოქალაქეს კითხვაზე უპასუხა, რომ პრობლემა მთლიანად ჯანდაცვის სისტემაშია, რომელიც აღმოიფხვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვა დაზღვევის სისტემაზე გადავა.

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუ, თავდაპირველად, დაავადების პრევენცია მოხდება, რომელიც მძიმე დაავადებას ბოლო სტადიებზე გადასვლის საშუალებას არ მისცემს. 

მთლიანად ჯანდაცვის სისტემა არის შესაცვლელი, მილიონობით დოლარი გადის ქვეყნიდან. პირველი მიმართულება არის თურქეთი, პაციენტს მიჰყვება გამყოლი, თვითმფრინავის ბილეთი, იქ თარჯიმანი ასეულობით მილიონებზე ვსაუბრობთ. ის, რაც ''ქართულმა ოცნებამ'' გააკეთა საყოველთაო ჯანდაცვა, სწორი შესვლა იყო, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ამას ვერანაირი ბიუჯეტი ვერ გაუძლებს თუ ჯანდაცვა არ გადავიყვანეთ დაზღვევის სისტემაზე, რომელიც მისცემს ყველას, მათ შორის, კერძო დაზღვევას და სახელმწიფო დაზღვევას, რომელიც მისცემს ყველას გარანტიას, რომ წამლის და მკურნალობის გარეშე არ დარჩება და არ იქნება ის ჩაწყობები, ვისაც ჰყავს ნაცნობი ჯანდაცვის სამინისტროში და  რომელ კლინიკას დააფინანსებენ და ა.. ამოცანა უნდა იყოს, პირველ რიგში, დაავადების პრევენცია, პირველადი ჯანდაცვა უნდა მოწესრიგდეს სანამ განვითარება და სტადიებზე გადავა უბედური დაავადება, მანამდე უნდა იცოდეს მთელმა სისტემამ, სად გააკეთოს პრევენცია. ეს ჯდება ძვირი, ეს მთავრდება ცუდად. ძალიან სერიოზული პროგრამა გვაქვს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები