როგორ აპირებს კოალიცია "ძლიერი საქართველო" საპენსიო დანაზოგის გამჭვირვალე სისტემის შექმნას?
როგორ აპირებს კოალიცია "ძლიერი საქართველო" საპენსიო დანაზოგის გამჭვირვალე სისტემის შექმნას? - დიდუბეში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს გაერთიანების ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში შეგროვებული საპენსიო ფული უნდა მუშაობდეს მომგებიანობის გაზრდაზე.
მეტიც, როგორც მამუკა ხაზარაძემ ხაზი გაუსვა, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ეროვნულ ბანკში კონკრეტული რეფორმების გატარებაა მნიშვნელოვანი, რათა ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ ბანკებზე დამოკიდებული არ იყოს.
საპენსიო ფონდი უნდა იყოს ძალიან კონსერვატიული დაწესებულება მისი მართვის თვალსაზრისით, იმიტომ რომ იქ, ისევე როგორც ბანკებში, განთავსებულია თითოეული მოქალაქის დანაზოგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი. ის უნდა იყოს დაცული. ის რაც გააკეთა ''ქართულმა ოცნებამ'', 25%-ის განკარგვის უფლება მიეცა მის პრემიერს, ეს არის წარმოუდგენელი რაღაც. გააუქმეს საბჭო, რომელმაც უნდა იმსჯელოს რამდენად შესაძლებელია ამ ფულის გამოყენება ამ თუ იმ ბიზნესში ინვესტიციის ჩასადებად. რაღაც პერიოდი ეს ფული ჩაიდო უცხოური კომპანიების აქციებში. საპენსიო ფონდის რაღაც ნაწილი უნდა მუშაობდეს ქართული ეკონომიკის ასაღორძინებლად. საქართველოში შეგროვებული საპენსიო ფული უნდა მუშაობდეს და წერდეს მოგებას, ამოცანა მომგებიანობის გაზრდა. სასწრაფოდ საჭიროა ეროვნული ბანკის რეფორმა, დღეს მთელი ეკონომიკა ჩამოკიდებულია ბანკებზე. ეს არის იმ პოლიტიკის ბრალი, რომელიც არის ეროვნული ბანკი, რომელიც არის მთავრობა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.