ინფორმაცია, რომ ემიგრაციაში არალეგალურად წასული ადამიანების არჩევნებში მონაწილეობა საფრთხეა, დადგმული ბოროტებაა - მოქალაქე

01.10.24 00:18
ინფორმაცია, რომ ემიგრაციაში არალეგალურად წასული ადამიანების არჩევნებში მონაწილეობა საფრთხეა, დადგმული ბოროტებაა - მოქალაქე

"ემიგრანტებს, რომლებიც თავშესაფრის მოლოდინში არიან, ეუბნებიან, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, საბუთები გაუფუჭდებათ" - ამის შესახებ "პირველი ხაზის" ეთერში ერთ-ერთმა ემიგრანტმა ისაუბრა. 

როგორც უცხოეთში მყოფმა მოქალაქემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ არალეგალურად წასული ადამიანების არჩევნებში მონაწილეობა საფრთხეს წარმოადგენს, სიცრუე და დადგმული ბოროტებაა.

კარგად იცის ყველამ, რომ ამდენ ამომრჩეველზე დაანონსებული უბნები საკმარისი არ არის. ჩვენ მივალთ, უბნებში ჩავდგებით და უბრალოდ ვერ მოასწრებენ ჩვენს გატარებას. ასევე, არალეგალურად მყოფ პირებს, რომ ვითომ, არ შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა, ეს რეალური პრობლემაა. ჩვენ კარგად ვუხსნით სხვა ადამიანებს, რომ გაიარონ საკონსულო აღრიცხვა იმის მიუხედავად, ლეგალურად არიან, თუ არალეგალურად. ასევე, რამდენიმე ადამიანისგან მოვისმინე, რომ ვისაც აქვს მოთხოვნა პოლიტიკურ თავშესაფარზე, ან სხვა თავშესაფარზე, ეუბნებიან, რომ საქართველოს საკონსულო არის საქართველოს ტერიტორიაზე და შენ თუ იქ წახვალ, გამოდის რომ საქართველოს ტერიტორიაზე შედიხარ, ამიტომ არ გაქვს უფლება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, თორემ აქ საბუთები გაგიფუჭდებაო. ეს არის დადგმული ბოროტება", - ამბობს მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები