სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით წარდგება

01.10.24 10:42
სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით წარდგება

გადამწყვეტი არჩევნების წინ პრეზიდენტის ტურნე დასავლეთში გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე საათში ვარშავაში უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვა. დაგეგმილია ზურბიშვილის და პოლონეთის პრეზიდენტის ანდჯეი დუდას პირისპირ შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგიც. 

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტსაც. საუბრის მთავარი თემა რეჟიმის ანტიდასვლური ნაბიჯები იყო. პრეზიდენტების შეხვედრას ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩიც. პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

მსგავსი სიახლეები