რატომ არ უყვები ხალხს? - ამერიკის საელჩო საქართველოში ბიძინა ივანიშვილის კითხვით მიმართავს
ამერიკის საელჩო "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მარტივი კითხვით მიმართავს: რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?
საელჩო განმარტავს, რომ ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის
ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს", - წერია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფომაციაშია.
ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია - მიუხედავად მოგებული დავისა, ბიძინა ივანიშვილს მისივე მილიონების განკარგვის უფლება არ მიეცა.
მიზეზად "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის "არასანდო რეპუტაცია" დასახელდა.
2024 წლის 29 თებერვალს, ბერმუდის სასამართლოში გამართული მსჯელობისას ბიძინა ივანიშვილი მოიხსენიეს, როგორც სანქცირების რეალური რისკის ქვეშ მყოფი პირი. ხაზი გაესვა მის ქართულ სასამართლო სისტემაზე გადაჭარბებულ გავლენებსაც.
ბერმუდის სასამართლომ პირდაპირი სამართლებრივი მტკიცებულების ძალა მიანიჭა ევროპარლამენტის, ევროკომისიის, სახელმწიფო დეპარტამენტის, გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა ოფისის, ფრიდომ ჰაუსის, საერთაშორისო გამჭვირვალობის დასკვნებს/განცხადებებს, საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ ძირეულ პრობლემებზე და ივანიშვილის გადაჭარბებულ გავლენებზე.