"ოცნებას" დემარში სპორტსმენების ნაწილმა გამოუცხადა - კადრები წვეულებიდან
ივანიშვილის ხელისუფლების კრახი აჭარაში - "ოცნებას" დემარში სპორტსმენების ნაწილმა გამოუცხადა. წინასაარჩევნოდ იქ ბიუჯეტის ფულით სპორტული ღონისძიება დაგეგმეს, მიიწვიეს მმართველი პარტიის მიმართ ერთ დროს ლოალურად განწყობილი სპორტსმენები, თუმცა ღონისძიება და საპატიო ვახშამი არ შედგა.
"ტვ პირველის" მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ რესტორანში, საზეიმო ვახშამზე, რომელსაც "ოცნების" მახრდამჭერი ოლიმპიური ჩემპიონები ესწრებოდნენ, დაახლოებით ათამდე მაგიდა ცარიელი დარჩა.
ოპოზიციის თქმით, ფაქტი ცხადყოფს, როგორ მძიმე მდგომარეობაშია დღეს "ოცნება".
ქვეყანაში ფონი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ , ზოგადად, ზურგი შეაქცია ყველამ, ეს ცალსახაა და იგრძნობა. ნებისმიერი ასეთი გაუგებრობა ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც ცალსახად რუსულ ნაბიჯებს დგამს, აღარ არის საზოგადოების ინტერესის საგანი, როგორც ხელისუფალი, - ამბობს პარტია "ახალის" წევრი მირდატ ქამადაძე.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, უკვე ყველას ესმის, რომ "ქართული ოცნების" გვერდით დგომა "სამარცხვინოა".
ივანიშვილი და მისი რეჟიმი ცდილობს შექმნას ილუზია, რომ მხარდაჭერა აქვს მათ შორის წარმატებული ადამიანების, თუმცა როგორც კი ამ ადამიანებს საშუალება ეძლევათ, იძულებით სადაც მიდიან და შემდეგ საზეიმო მაგიდასთან არიან მიწვეულები, სადაც უნდა მივიდნენ, რა თქმა უნდა, ისინი არ მიდიან, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რომ დღეს „ქართულ ოცნებასთან“ გვერდით დგომა არის სირცხვილი, - ამბობს
პარტია "ახალის" წევრი ლევან გორგილაძე პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის პასუხი იმ ანტიდემოკრატიულ და ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებზე, რომელსაც "ოცნება" დგამს.
ეს არის რეალური პასუხი იმ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე, რასაც „ქართული ოცნება“ დგამს. როგორც ვიცით, ეს ოფიციალური შეხვედრა იყო, გამორჩეულად ჰყავდათ დაპატიჟებული სპორტსმენები, ვინც ოპოზიციურად იყო განწყობილი, რა თქმა უნდა, არ დაპატიჟეს, თუმცა ვისი იმედიც ჰქონდათ, იმათაც საბოლოო ჯამში, გადააგდეს და ვნახეთ, რომ ცარიელი სკამები დაგვხვდა ამ შეხვედრაზე. ასე გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ და ყველა სფეროს წარმომადგენელი უარს ეტყვით, - ამბობს გორგილაძე.
რატომ არ მივიდნენ "ოცნების" დაგგემილ ღონისძებაზე კონკრეტული სპორტსმენები, მმართელ პარტიაში არ განმარტავენ. "პირველების" არაერთი მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.