"ტყუილების 12 წელი" - მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" მმართველობას აფასებს
"ტყუილების 12 წელი"- ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ივანიშვილის მმართველობას.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ყველა დაპირება, რომელსაც ის ხელისუფლებაში მოსვლამდე გასცემდა აბსოლუტური ტყუილი აღმოჩნდა.
"ქართული ოცნების" 12 წელი ერთი სიტყვით შეიძლება შეფასდეს: ტყუილების 12 წელიწადი. ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ყველა დაპირება, რომელიც მათ გააჟღერეს, აბსოლუტურად ყველა მათგანი ტყუილი აღმოჩნდა - 100 ქარხანა, უფასო ფული, გრძელვადიანი ინვესტიციები სოფელში, მსოფლიოს განცვიფრება დემოკრატიით. ჩვენ მინიმუმ 100 ტყუილი გვაქვს დათვლილი, რომელიც მათ მოქალაქეებს "მიჰყიდეს". სწორედ ეს უნდა დამთავრდეს, სადაც არის ტყუილი, იქ არაფერი ვითარდება"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
,,ოცნების" 12 წელი - „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს.
ვრცელ წერილში ბიძინა ივანიშვილი არაფერს წერს იმ დაპირებებზე, რომელსაც ის 12 წლის წინ გასცემდა და არ შესრულებია. მიმართვაში არცერთი ახალი საარჩევნო დაპირებაა არ არის გაცემული.
ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ყველა სფერო, რაც წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლამდე კარგად იყო, არ გაუარესებულა.