"ქარხნების გუგუნი მთელი ღამე არ მაძინებდა" - ყურუა ივანიშვილის შეუსრულებელ დაპირებებზე

01.10.24 12:09
"ქარხნების გუგუნი მთელი ღამე არ მაძინებდა" - ყურუა ივანიშვილის შეუსრულებელ დაპირებებზე

"იმ ქარხნების გუგუნი მთელი ღამე არ მაძინებდა" - ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, ბორის ჩელე ყურუა "ოცნების" და ივანიშვილის 12 წლის წინ გაცემულ შეუსრულებელ დაპირებებს.

ყურუა ამბობს, რომ ის ადამიანები უფრო მოგებულნი დარჩნენ, ვინ ივანიშვილს ხმა კარტოფილში გაუცვალეს, ვიდრე ისინი, ვინც "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის დაპირებებს ენდნენ.  

12 წლის წინ გაცემული დაპირებებიდან ყველაზე ხმაურიანი იყო ის 1000 ქარხანა, რომელიც უნდა აეშენებინა და მთელი ღამე არ მაძინებდა გუშინ ამ ქარხნების გუგუნი. ყველაზე ხმაურიანი დაპირება ეს იყო. ის ხალხი, რომელმაც თავისი ხმა ბიძინა ივანიშვილს კარტოფილში გაუცვალა, ბევრად უფრო მოგებული დარჩა, ვიდრე ისინი, ვინც დაპირებებში გაუცვალა, იმიტომ, რომ იმ დაპირებებიდან არაფერი არ დარჩა და ის კარტოფილი დაჭრეს, შეიწვეს და ერთხელ მაინც ჭამეს", - ამბობს ბორის ჩელე ყურუა. 

,,ოცნების" 12 წელი - „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს.

ვრცელ წერილში ბიძინა ივანიშვილი არაფერს წერს იმ დაპირებებზე, რომელსაც  ის 12 წლის წინ გასცემდა და არ შესრულებია. მიმართვაში არცერთი ახალი საარჩევნო დაპირებაა არ არის გაცემული. 

ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ყველა სფერო, რაც წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლამდე კარგად იყო, არ გაუარესებულა.

მსგავსი სიახლეები