კუპრაშვილი ვერ პასუხობს კითხვას, გამოიძია თუ არა "ოცნების" მაღალჩინოსნების სავარაუდო კორუფციის ფაქტები

01.10.24 13:29
კუპრაშვილი ვერ პასუხობს კითხვას, გამოიძია თუ არა "ოცნების" მაღალჩინოსნების სავარაუდო კორუფციის ფაქტები

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ვერ ამბობს, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების რომელი სავარაუდო კორუფციული საქმეები გამოიძია. რაჟდენ კუპრაშვილი "პირველებთან" ინტერვიუში ამტკიცებს, რომ საგამოძიებო მიმართულება მისი მანდატი არ არის. 

თქვენ საერთოდ არ იცნობთ ანტიკორუფციულ ბიუროს. მოდით, გაეცანით, კანონი წაიკითხეთ და მიხვდებით, რა არის ჩემი ფუნქცია. საგამოძიებო მიმართულება არ არის ანტიკორუფციულის მანდატი. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მე ვმოქმედებ კანონის შესაბამისად. ასეთი პერფორმანსებით არ გამოვა არაფერი, - ამბობს კუპრაშვილი. 

მსგავსი სიახლეები