ბიზნესმენის მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს - რა მოხდა მარნეულში
შემთხვევა მარნეულში - სოფელ ყიზილაჯლოში ერთ-ერთი ბიზნესმენის მაღაზიაში უცნობმა პირებმა ხელყუმბარა შეაგდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
როგორც გამოცემა წერს, მაღაზიაში, სადაც სამშენებლო მასალები იყიდებოდა, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
დამატებით დეტალებს ამ წუთებში, "პირველები" არკვევს.