"ოცნება" საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მწვავე ანგარიშებით უკმაყოფილოა
"ქართული ოცნება" საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მწვავე ანგარიშებით უკმაყოფილოა. მმართველი პარტიის დეპუტატმა ხატია წილოსანმა ამის შესახებ ევროსაბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
წილოსანი უკმაყოფილოა იმის გამოც, რომ მმართველი პარტიის არცერთი სენიშვნა ანგარიშებში არ მოხვედრილა. "ოცნების" დეპუტატმა გავლენიანი საერთშორისო ორგანიზაციები მიკერძოებაში დაადანაშაულა.
გასულ კვირას ჩვენ ვუმასპინძლეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიას დელეგაციაში. ჩვენ ვაფასებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალ ინტერესს არჩევნების მიმართ. დელეგაციის განცხადება აჩენს შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების მიუკერძოებლობისა და სამართლიანი შეფასების თაობაზე, რამდენადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირებული არცერთი შეშფოთება არ არის ხაზგასმული ამ განცხადებაში.
კონკრეტული დარღვევების არაერთგზის საჯარო და სისტემური ხაზგასმის მიუხედავად, დღემდე არცერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას არ აქვს ასახული რაიმე ფაქტი თავის ანგარიშებში და არცერთი განცხადება არ გაუკეთებია. ეს აშკარად ადასტურებს მათ მიკერძოებას ოპოზიციის სასარგებლოდ, - განაცხადა ხატია წილოსანმა.
საერთაშორისო სადაკვირვებლო მისიებმა ერთობილვი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ მესამე სექტრორის რეპრესიებით ხელისუფლებამ შესაძლოა, არჩვნების ლეგიტიმურობა ეჭქვეშ დააყენოს.