„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები პაატა დავითაია და ნიკოლოზ ვაშაკიძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობენ

01.10.24 14:31
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები პაატა დავითაია და ნიკოლოზ ვაშაკიძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობენ

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია და პოლიტიკური  საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე ვარშავის უსაფრთხოების   ფორუმში იღებენ მონაწილეობას, სადაც ისინი ფორუმის  ორგანიზატორების მოწვევით იმყოფებიან. 

 როგორც ცნობილია,  ვარშავის  უსაფრთხოების ფორუმი არის წამყვანი ევროპული პლატფორმა, რომელიც  2014 წლიდან ტრადიციულად ყოველ წელს  იმართება.  ფორუმში აშშ-ს  და ევროპის  სხვადასხვა ქვეყნების  პოლიტიკოსები,  სამხედრო, უსაფრთხოებისა და საგარეო უწყებების მაღალი დონის წარმომადგენლები   მონაწილეობენ.

წელს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი ვარშავაში 1-2 ოქტომბერს გაიმართება.  ფორუმზე წამყვან საკითხთა შორისაა   შავი  ზღვის რეგიონის  უსაფრთხოების კონცეფცია და სტრატეგიის შემუშავება.    

მსგავს ფორმატებში მონაწილეობა  და  შეხვედრები ფორუმის  მონაწილეებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც წარმომადგენელებისთვის ქვეყნის, რომელსაც   აქვს დიდი გამოწვევები  და რისკები საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების, თავდაცვის   მიმართულებით.  ჩვენ  აქტიურ   მონაწილეობას მივიღებთ როგორც ფორუმში, ასევე დისკუსიებში, რომელიც გაიმართება ფორუმის ფარგლებში, აცხადებს პაატა დავითაია. 

  განცხადებას „ევროპელი დემოკრატების“ პრეს სამსახური ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები