"ჯოჯოხეთური მიქსი" - ხუხაშვილი ივანიშვილის მმართველობას აფასებს

01.10.24 15:11
"ჯოჯოხეთური მიქსი" - ხუხაშვილი ივანიშვილის მმართველობას აფასებს

ბიძინა ივანიშვილის სახელი შავი ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში -  ასე აფასებენ ოლიგარქის მმართველობის 12 წლისთავს ადამიანები,  ვინც მასთან ერთად 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ, თუმცა "ოცნების" რიგები დატოვეს.

გია ხუხაშვილმა "ოცნების" საპატიო დამფუძნებლის მმართველობა ჯოჯოხეთურს შეადარა და თქვა, რომ ივანიშვილმა მმართველობის "ჯოჯოხეთური მიქსი გააკეთა". 

ხუხაშვილის თქმით, მთავარი, რაც ივანიშვილმა გააფუჭა და აფუჭებს, შვილების და შვილიშვილების თაობისთვის მომავლის წართმევაა.

ის ყველას რუსეთის იმპერიაში გვაბრუნებს - ამბობს ივანიშვილის ერთ დროს ნდობით აღჭურვილი პირი და აცხადებს, რომ მაზე დიდი დანაშული არ არსებობს.

მესიამოვნა, რომ ჩვენ გადაგვიხადა მადლობა, 2012 წელს, პრინციპში ეს გამარჯვება მოვიტანეთ და არა კობახიძეს და იმ ხალხს, რომლებიც მაშინ ბუჩქებში ისხდნენ, გადახვიდა მადლობა მე, მარგველაშვილს, უსუფაშვილს, ალასანიას და ა.შ. მთავარი რაც გააფუჭა და რასაც აფუჭებს დღეს, ეს არის ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის მომავლის წართმევა. გვაბრუნებას ყველას რუსეთის იმპერიაში. ამაზე დიდი დანაშული უბრალოდ არ არსებობს. სხვა რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, მარტო ეს არის საკმარისი, რომ ეს ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი იქნას ჩაწერილი შავი ასოებით საქართველოს ისტორიაში. 

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კი იყო ბევრი პრობლემა, იყო ელიტური კორუფცია, იყო მიდრეკილება ავტორიტარული მმართველობისადმი, იყო გარკვეულწილად პოლიტიკური რეპრესიები, მაგრამ სისტემა გაწმინდა, ანუ გარკვეული ინსტიტუციური წესრიგი მან შემოიტანა ქვეყანაში. ბიძინა შეეცადა, რომ ეს მაქსიმალურად შეენარჩუნებინა, ცოტა შევარდნაძე დააბრუნა თავის კორუფციული მომენტებით, ცოტა ზვიადიც დააბრუნა "ურა პატრიოტული" და "ფსევდო რელიგიური" ნარატივებით და ცოტა მჟავანაძეც კი დააბრუნა. ანუ ერთგვარი ჯოჯოხეთური მიქსი გააკეთა, აჯაფსანდალი", - აცხადებს გია ხუხაშვილი. 

,,ოცნების" 12 წელი - „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს.

ვრცელ წერილში ბიძინა ივანიშვილი არაფერს წერს იმ დაპირებებზე, რომელსაც  ის 12 წლის წინ გასცემდა და არ შესრულებია. მიმართვაში არცერთი ახალი საარჩევნო დაპირებაა არ არის გაცემული. 

ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ყველა სფერო, რაც წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლამდე კარგად იყო, არ გაუარესებულა.

მსგავსი სიახლეები