„ქოცობა უდრის მონობას“ - ახალგაზრდებმა საპროტესტო ბანერი გადმოფინეს
„ქოცობა უდრის მონობას“ - ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის რეჟიმის 12 წლიან მმართველობას ახლაგაზრდები საპროტესტო გზავნილით შეხვდნენ. ამ შინაარსის ბანერი აქტივისტებმა თბილისის ცენტრში გადმოფინეს და ამ ფორმით გააპროტესტეს "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 12 წელი.
- ,,ოცნების" 12 წელი - „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს.
ვრცელ წერილში ბიძინა ივანიშვილი არაფერს წერს იმ დაპირებებზე, რომელსაც ის 12 წლის წინ გასცემდა და არ შესრულებია. მიმართვაში არცერთი ახალი საარჩევნო დაპირებაა არ არის გაცემული.
ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ყველა სფერო, რაც წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლამდე კარგად იყო, არ გაუარესებულა.