"გმადლობთ საქართველოს მეგობრობისთვის" - თინა ბოკუჩავას სიტყვა ბრიუსელში

01.10.24 15:18
"გმადლობთ საქართველოს მეგობრობისთვის" - თინა ბოკუჩავას სიტყვა ბრიუსელში

"ევროპის სახალხო პარტიის" სხდომაზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ევროპელ პარტნიორებს საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ოპოზიციონერმა ლიდერმა ივანიშვილის ხელისუფლების დანაშაულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანა ევროატლანტიკური განვითარების გზას აუცილებლად დაუბრუნდება. 


მადლობას ვუხდი ჩვენს ჩეხ კოლეგებს საქართველოს შესახებ რეზოლუციის ინიციირებისთვის და მოვუწოდებ პატივცემულ კოლეგებს, მხარი დაუჭირონ ამ მნიშვნელოვან რეზოლუციას.
 

როგორც იცით, საქართველო იმყოფება გზაჯვარედინზე ისტორიული საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ევროპული მომავლის ბედს. 
ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რომელიც მამაცურად ისწრაფვის ევროპული მომავლისკენ, ხოლო, მეორეს მხრივ, გვყავს რუსეთში გამდიდრებული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მართული ხელისუფლება, რომელიც ახდენს დასავლეთის დემონიზებას, ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას, იმუქრება დემოკრატიული ოპოზიციის კანონგარეშე გამოცხადებით, აპატიმრებს ყველაზე პროდასავლელ პოლიტიკოს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, ავიწროებს სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით, ბრუტალური ძალადობით არბევს მშვიდობიან დემონსტრაციებს და ავტორიტარ მმართველებში ეძებს მეგობრებს. 

 

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს მის ევროპულ მომავალს, გავხსნით გაწევრიანების მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და მოვიპოვებთ წვდომას გაწევრიანების პროცესისთვის განსაზღვრულ მილიარდობით ევროს ფონდებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას. 
როგორც საქართველოში ვამბობთ, ძალა ერთობაშია და ძალა ევროპაშია. გმადლობთ საქართველოს მეგობრობისთვის, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

ბრიუსელში, "ევროპის სახალხო პარტიამ" საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანი ზურა ჭიაბერაშვილი ესწრება. 

მსგავსი სიახლეები