მეტი რა უნდა დააშავო ბიძინა? უნდა წახვიდე - ანი მიროტაძე

01.10.24 15:33
მეტი რა უნდა დააშავო ბიძინა? უნდა წახვიდე - ანი მიროტაძე

ომგამოვლილ მოქალაქეებს ომით და მშვიდობით ევაჭრება, მეტი რა უნდა დააშავო ბიძინა? - "ოცნების" ყოფილი თანაგუნდელი ანი მიროტაძე "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ხელისუფლებიდან წასვლისკენ მოუწოდებს.

მიროტაძე პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა ვიანიშვილმა საკუთარ ქვეყანას და ხალხს უღალატა.

მისი თქმით, იმაზე მეტი დანაშაული არაფერია, როცა საკუთარ ხალხს ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებ.

ბიძინა ივანიშვილმა უღალატა ქართველ ხალხს, იმ ხალხს, რომელმაც 2012 წელს საერთო სახალხო ნდობა გამოუცხადა და დღეს ეუბნება, სახელმწიფო რომ ჩამოშალა, რუსეთისკენ რომ მიათრევს, კურსი რომ შეუცვალა და ხვალ სად უნდა გავიღვიძოთ არვიცით, მაშინ როცა ჩვენი ბევრი თაობა ჩაწვა ევროპული მომავლის გასამტკიცებლად, დღეს გვეუბნება, რომ უნდა მოვიხადოთ ბოდიში. თუ ვინმეს ამაზე დიდი დანაშაული რამე წარმოუდგენია, ვიდრე საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის, საკუთარი შვილების მომავლის ღალატია, მე არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდი საქციელი, რაც შეიძლება დაემართოს ადამიანს, როდესაც ის საკუთარ ომგამოვლილ მოქალაქეებს ევაჭრება ომით და მშვიდობით, მეტი რა უნდა დააშავო ბიძინა. რა გინდა მეტი რომ დააშავო? ახლა უნდა წახვიდე", - განაცხადა ანი მიროტაძემ. 

,,ოცნების" 12 წელი - „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს.

ვრცელ წერილში ბიძინა ივანიშვილი არაფერს წერს იმ დაპირებებზე, რომელსაც  ის 12 წლის წინ გასცემდა და არ შესრულებია. მიმართვაში არცერთი ახალი საარჩევნო დაპირებაა არ არის გაცემული. 

ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ყველა სფერო, რაც წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლამდე კარგად იყო, არ გაუარესებულა.

მსგავსი სიახლეები