"გადამწყვეტი არჩევნების წინ საქართველოს წინააღმდეგ ბევრი ძალა მუშაობს" - პრეზიდენტი
"(26 ოქტომბრის) არჩევნები საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი იქნება" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი მაღალი ტრიბუნიდან ამბობს, რომ ქართველ ხალხს არჩევანის გამოხატვის თავისუფალი ნება უნდა ჰქონდეს.
ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, "გადამწყვეტი არჩევნების წინ საქართველოს წინააღმდეგ ბევრი ძალა მუშაობს".
ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა. მიუხედავად ომებისა და რუსეთის ყველა მცდელობისა, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ მომავალს, მოსახლეობის 80 პროცენტი სტაბილურად მხარს უჭერდა ევროპულ გზას. არჩევნები, რომელიც 26 ოტომბერს გვექნება, იქნება განმსაზღვრელი. არის ძალიან ბევრი ძალა, რომელიც მუშაობს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ , მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპაში. ჩვენს მომავალს ასევე იცავენ უკრაინაში, რადგან უკრაინა არა მხოლოდ მის თავისუფლებას იცავს, არამედ იცავს ევროპის თავისუფლებას, ასევე ჩვენს თავისუფლებას . ეს არჩევნები იქნება განმსაზღვრელი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არმედ ევროპისთვის, კავკასიისთვის. ეს ეხება სომხეთის მომავალსაც, რომელმაც გამოთქვა სურვილი, დაუკავშირდეს ევროკავშირს. ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მშვიდობაზე მნიშვნელოვანი არაფერია საქართველოს მოსახლეობის თავისუფალი ნების გამოხატვით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.