ბიზნესმენის მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს - რა მოხდა მარნეულში
მარნეულში, მაღაზია "ბასის ცენტრში", სადაც რამდენიმე საათის წინ ხელყუმბარა ისროლეს, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
რამდენიმე წუთის წინ, საგამოძიებო მოქმედებების არეალი გაფართოვდა. პოლიცია მაღაზიის მოპირდაპირე ტერიტორიაზეც განთავსდა, სადაც "პირველების" კორესპონდენტის ცნობით, გომელაურის უწყების თანამშრომლებმა მასრები იპოვეს.
ადგილობრივები ამბობენ, იმასაც, რომ სავაჭრო ობიექტი შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე სამი დღის წინაც გახდა. ერთ-ერთი ვესიით თავდასხმა ფინანსურ დავას უკავშირდება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, პოლიციამ დაათვალიერა სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც, თუმცა როგორც "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან, ჩანაწერებში არაფერი ჩანს.
ობიექტის მფლობელი, კამლ მასიპოვი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
მომხდარზე გამოძიებაა დაწყევბული.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.