“ძლიერმა საქართველომ“ “ოცნებას“, 12 წლიანი მმართველობის თავზე, შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ “ქართულ ოცნებას“ 12 წლიანი მმართველობის თავზე შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა.
ცუცქირიძემ საგანგებო ბრიფინგზე სწორედ იმ დაპირებებზე ისაუბრა, რომლითაც „ოცნება“ და ივანიშვილი 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ. მან ქართულ საზოგადოებას არჩვენებზე წასვლის და სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
დღეს ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას შეახსენა, რომ 12 წელი გავიდა მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან, რაც ძალიან უცნაურია. ქართველები ბევრ რამეში განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ თუ რამეში ვთანხმდებით არის ის, რომ 12 წელი არის ძალიან ბევრი, 4 ათას დღეზე მეტი ხელისუფლებაში ყოფნისთვის. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს 12 წელი იყო, შეუსრულებელი დაპირებების 12 წელი. ჩვენ დავთვალეთ ასზე მეტი დაპირება, რომელიც მათ უსინდისოდ და უსირცხვილოდ მისცეს ქართულ საზოგადოებას და არცერთი მათგანი არ შეასრულეს.
მინდა, რამდენიმე წაგიკითხოთ, რათა მიხვდეთ, რომ მათ დაპირებებს ქაღალდების ფასი აქვს.
პირველი - უფასო ფული, მიიღებთ გრძელვადიან უფასო ფულს, უპროცენტი კრედიტები იქნება, 10-წლიანი და 20-წლიანი. მეორე - 100 ქარხანა, არ შესრულდა ესეც, რა თქმა უნდა. მესამე - კომუნალური გადასახადების შემცირება, “არსებული გადასახადების შემცირება ხვალიდანვე შეიძლება, ამბობდა ის 2012 წელს.“
მეოთხე - საწვავის გაიაფება. მეხუთე - 5 მილიონი თითო სოფელს. მეექვსე- სოფლის მეურნეობის აღორძინება. მეშვიდე - ევროკავშირში ინტეგრაცია - ის ამბობდა : გაძლევთ პრიობას, რომ ყველა წინააღდმეგობას გადავლახავთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მერვე - ჭეშმარიტი დემოკრატია. მეცხრე - ემიგრანტებს დაბრუნება - ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს გაქცეულ და გგადაკარგულ მოქალაქეებს, რამდენადაც მათ აქ უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ, აცხადებდა ის. მეათე - ვერცერთი ჩინოვნიკი, ვერ იცხოვრებს საშუალო მოსახლეზე უკეთესად.
ეს არის ცინიკური დაპირებები, რომლებიც „ოცნებამ“ და ივანიშვილმა მისცა საზოგადოებას 2012 წელს და 4 ათას დღეზე მეტია გრძელდება. საბედნიეროდ, არსებობს არჩევანი და თქვენ ძალიან მალე შეგიძლიათ ხმა მისცეთ ნამდვილ, დემოკრატიულ მრავალპარტიულ კოლიციას “ძლიერ საქართველოს“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.