სალომე ზურაბიშვილი თეთრი სახლის მაღალჩინოსანს, მაიკლ კარპენტერს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს და აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხების უფროს დირექტორს, მაიკლ კარპენტერს შევდა. კარპენტერი პრეზიდენტ ბაიდენის გუნდში ის მაღალჩინოსანია, რომელიც საქართველოს საკითხებს კურირებს.
საქართველოს პრეზიდენტის და მაიკ კარპენტერის კომუნიკაცია ვარშავაში, უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში შედგა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ქართველი ხალხის მისწრაფება ქვეყნის ევროპული მომავლისათვის.
მაიკლ კარპენტერმა საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.