აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა სწრაფად მოხდეს იმ დანაკარგის კომპენსაცია, რაც “ოცნებამ" მოიტანა - წერეთელი
"აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ბრიუსელში, რათა სწრაფად მოხდეს იმ დანაკარგის კომპენსაცია, რაც "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა", - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა-ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
წერეთლის თქმით, ხალხთან ერთად გამარჯვების შემდეგ, შესაძლებელია, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კეთილდღეობა რეალური გახდეს.
ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს პარტნიორთან ბრიუსელში, ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და, პირველ რიგში, ბუნებრივია, ევროპის სახალხო პარტიასთან, რათა არჩევნების შემდეგ, სწრაფად მოხდეს იმ დანაკარგის კომპენსაცია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა, როდესაც ევროინტეგრაცია შეჩერებულია, როცა არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი მომავალზე და ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფერს, ჩვენ ხალხთან ერთად, გამარჯვების შემდეგ მალე დავეწიოთ და რეალური გავხადოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კეთილდღეობა", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა-ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა ბრიუსელში.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.