ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის - ბოკუჩავა
“შევხვდით ევროპის სახალხო პარტიის, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ფრაქციის პრეზიდენტს მანფრედ ვებერს, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის სახალხო პარტიამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია საქართველოზე.
დღეს ევროპის სახალხო პარტიამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია საქართველოზე. ჩვენ ასევე შევხვდით ევროპის სახალხო პარტიის, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ფრაქციის პრეზიდენტს მანფრედ ვებერს, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და დემოკრატიული, პროევროპული ხელისუფლების პირობებში ძალიან მალე საქართველოს შეუძლია გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, რაც საქართველოს მისცემს წვდომას ევროპულ ფონდებზე, მილიარდობით ევროზე, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ. მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორედ ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.