ივანიშვილის ფერიცვალება - ოლიგარქი ამტკიცებს, რომ აშშ და EU ფინანსურ შანტაჟში არასდროს დაუდანაშაულებია
"ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, რომლის გუნდმაც შტატები ლამის მტრად გამოაცხადა, დღეს ვაშინგტონის დარწმუნებას ცდილობს, რომ ფინანსურ შანტაჟსა და ომის გაჩაღების მცდელობაში არც ამერიკა და არც ევროკავშირი არასდროს დაუდანაშაულებია.
ივანიშვილმა წერილი პარტიის პრესსამსახურს მას შემდეგ გაავრცელებინა, რაც ჯერ ბერმუდას სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჯაროვდა, შემდეგ კი გზაში ოლიგარქს ამერიკის საელჩოს მხილება დაეწია.
საელჩომ დაწერა, რომ ივანიშვილის ფული არა ამერიკის, არამედ ბერმუდას და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, ოლიგარქი კი ხალხს სულ სხვა ამბავს უყვება. ბერმუდის სასამართლომ კი ივანიშვილი არასანდო და სანქცირების რისკის ქვეშ მყოფ პირად გამოაცახადა და ფულის დაბრუნებაზე უარი უთხრა. ვერდიქტში წერია, რომ მას ქართულ სასამართლოზე ჭარბი გავლენა აქვს, ამიტომ არის რისკი, რომ ეს ფული შვეიცარიულმა ბანკმა ვეღარ დაიბრუნოს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.