26 ოქტომბრის არჩევნები და მოსალოდნელი საფრთხე - პრეზიდენტის გზავნილები საერთაშორისო ტრიბუნიდან
26 ოქტომბრის არჩევნები და მოსალოდნელი საფრთხე - ქვეყნის პრეზიდენტმა საერთაშორისო ტრიბუნა ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენა. ვარშავის ფორუმიდან ზურაბიშვილმა დღეს მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია "რუსული რეპლიკაა" და მას საქართველოში ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.
საქართველოს პრეზიდენტი ყველას მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზეც ესაუბრება. არ დავიწყებია რუსეთი, როგორც მთავარი საფრთხე. საქართველოს პრეზიდენტს აქვს ხედვა, როგორ შეიძლება აისახოს ხალხის ნება არჩევნების შედეგებში: "რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი და მეტი დამკვირვებელი უბნებზე".
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.