ბაიდენის უარის შემდეგ, კობახიძე ტრამპთან შეხვედრას ცდილობდა - თინა ხიდაშელი

01.10.24 19:17
ბაიდენის უარის შემდეგ, კობახიძე ტრამპთან შეხვედრას ცდილობდა - თინა ხიდაშელი

ბაიდენის უარის შემდეგ კობახიძე ტრამპთან შეხვედრას ცდილობდა - ამის შესახებ “ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა თქვა.

ხიდაშელის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის მიერ კობახიძის მიწვევის გაუქმების შემდეგ, საქართველოს პრემიერ- ინისტრი, ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებას ცდილობდა თუმცა, ტრამპის ყველაზე გულმხურვალე მხადამჭერებმაც კი ზურგი აქციეს.

ივანიშვილმა დაიჯერა, რომ იზოლაცია არის გარდაუვალი, არჩევნების მოპარვის შემთხვევაში. ივანიშვილი შეეცდება, რომ ამ კვირების განმავლობაში ყველა ხიდი არ დაწვას (შტატებთან) და ყველა შესაძლო კომუნიკაციის არხი არ ჩაიჭრას“,- თქვა ხიდაშელმა დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, ადამიანი, ვისი მეშვეობითაც "ოცნება" ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებას ცდილობდა, ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი აღარ არის. 

ეს იყო კობახიძისთვის საელჩოს მხრიდან მცდელობა საქართველოს ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ ლობისტების მონაწილეობით. პირველი ადამიანი, ვისი საშუალებითაც ცდილობდნენ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებას, არის ადამიანი, რომელიც ამერიკაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს აღარ არის ტრამპის მხარდამჭერთა შორის. ანუ, ამაშიც ძალიან კარგად გამოჩნდა, როგორ კარგად ერკვევიან, ვისთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა და ვის უნდა ელაპარაკონ. საუბარია ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირზე. ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც დაუკავშირდნენ ამ შეხვედრის ორგანიზების თხოვნით, - ამბობს ხიდაშელი. 

მსგავსი სიახლეები