"ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის მე-12 წლისთავს დუმილით შეხვდა
"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის მეთორმეტე წლისთავს დუმილით შეხვდა. მმართველმა პარტიამ იუბილე არ აღნიშნა, გადაიდო საზეიმო ღონისძიებაც.
პრემიერი მთელი დღე განცხადებას განცხადებაზე ავრცელებდა, მაგრამ 2012 წლის 1 ოქტომბერზე სიტყვა არ დაუძრავს. მხოლოდ ერთი ფოტო გაავრცელა ღარიბაშვილმა, ისე რომ არც ბიძინა ივანიშვილი უხსენებია და არც ტრადიციული მადლობა გადაუხდია ოლიგარქისთვის.
ვრცელი წერილი გაავრცელა თავად ბიძინა ივანიშვილმა. ოლიგარქი ხალხს უმტკიცებს, რომ 12 წლის მანძილზე არაფერი გაუფუჭებია. "მეტი რაღა უნდა დააშავო, ბიძინა, უნდა წახვიდე" - უთხრეს დღეს ოლიგარქს მისი ყოფილი გარემოცვიდან.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.