"მომავალი თქვენია!" - კოალიცია "ცვლილებისთვის" ამ წუთებში მასშტაბურ ყრილობას მართავს

01.10.24 20:48
"მომავალი თქვენია!" - კოალიცია "ცვლილებისთვის" ამ წუთებში მასშტაბურ ყრილობას მართავს

ცვლილება და არა ჩანაცვლება - კოალიცია "ცვლილებისთვის" ამ წუთებში რუსთავის ავტოდრომზე მასშტაბურ ყრილობას მართავს, რომელსაც რამდენიმე ათასი მხარდამჭერი ესწრება. ყრილობა სიტყვით კოალიციის ლიდერმა ნიკა გვარამიამ გახსნა. გვარამიამ ახალგაზრდებს, მასწავლებლებს, ხელოვანებს, პოლიციელებს, დევნილებს, გლეხებს და პატიმრებს ცვლილები და კეთილდღეობა დაჰპირდა და უთხრა, რომ მომავალი მათია. 

"ცვლილებებისთვის" ლიდერმა ემოციური სიტყვით შვილებს და მეუღლესაც მიმართა.

მე მინდა, ჩემს შვილებს მივესალმო აქედან. ქექე, სანდრო, მამიკო, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ვიმსახურებთ, როგორც ჩვენ გვინდა. ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება აირია ჩემი არეული ცხოვრების გამო, ჩემი ბრძოლის გამო, მაგრამ ეს ბრძოლა ჩვენია და მომავალი თქვენია!
მე მინდა, მივმართო ჩემს ცოლს, სოფოს, რომელიც ჩემი მთავარი საყრდენი, მთავარი სიყვარულია, რომელიც ჩემი იმედია ყველაფერში და ვთხოვო, რომ მაპატიოს ის, რაც ჩემმა არეულმა ცხოვრებამ, ჩემმა ბრძოლამ მას მოუტანა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მას ჩემი პატიება არ გაუწირდება, იმიტომ, რომ ეს ბრძოლა მისიაა და მომავალი მისია!, - თქვა გვარამიამ სიტყვის გამოსვლისას. 

 

ნიკა გვარამიას თქმით, მათი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, ჩაგვრას და დამცირებას ადგილი აღარ ექნება, იქნება მხოლოდ მოქალაქეებზე ზრუნვა. 

როგორც კი ჩვენი კოალიცია მოვალთ ხელისუფლებაში არავითარი ჩაგვრა, არავითარი დამცირება, არაფერი მსგავსი, პირიქით, ზრუნვა და გათანაბრება ნებისმიერ სფეროში საზოგადოებრივი ცხოვრების იქნება მეორე დღესვე. რატომ? იმიტომ, რომ მომავალი თქვენია!, - თქვა გვარამიამ. 

ლიდერების პოლიტიკურ მიმართვებთან ერთად დღეს დაგეგმილია სიის 20-ეულის წარდგენაც. კოალიციის ლიდერები დღეს საზოგადოებას იმ გეგმასაც გააცნობენ, რომლის სისრულეშიც მოყვანას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აპირებენ. 

მსგავსი სიახლეები