როცა საქართველოს სჭირდებოდა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ევროპისკენ, პოლონეთი ჩვენს გვერდით იდგა- ზურაბიშვილი
“ყოველ მნიშვნელოვან მომენტში, როცა საქართველოს სჭირდებოდა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ევროპისკენ, პოლონეთი, მისი ხალხი და მისი მთავრობა ჩვენს გვერდით იდგა“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პოლონეთს საქართველოს ნამდვილ მეგობრად აღიარებს.
ყოველ მნიშვნელოვან მომენტში, როცა საქართველოს სჭირდებოდა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ევროპისკენ, პოლონეთი, მისი ხალხი და მისი მთავრობა ჩვენს გვერდით იდგა.
ღრმა მადლიერებას გამოვხატავ ჩემი და ქართველი ხალხის სახელით, ვინც აღიარებს პოლონეთს საქართველოს ნამდვილ მეგობრად“,- დაწერა X-ზე საქართველოს პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.