“ოცნება“ დარჩება წარსულში. ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა - ანა ნაცვლიშვილი
"ეს ხალხი დარჩება წარსულში, მათ დაიმსახურეს ის განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა, ამ განაჩენის გაფორმების დღე 26 ოქტომბერია“, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა გადაცემაში “რეაქცია“ განაცხადა.
ნაცვლიშვილმა რეგიონში არსებულ წინსააარჩევნო განწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ამბობს ერთიდაიგივეს, “მათი ( ქართული ოცნების) დატოვება აღარ შეიძლება.“
ვინც არ უნდა გააჩეროთ, ვისაც არ უნდა დაელაპარაკოთ, ქუთაისსა თუ სხვა სოფლებში, ყველა ამბობს რომ მათი დატოვება ("ქართული ოცნების") აღარ შეიძლება და ყველა ხვდება, რომ ცვლილებები გარდაუალია. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები, რომლებიც, გასაგები მიზეზების გამო, რადგან ჩვენ არ ვართ დღეს დემოკრატიული ქვეყანა, საჯაროდ, თავის პოზიციებს ვერ აფიქსირებენ , პირადად, ეს ადამიანებიც ადასტურებენ, რომ გარდაუალია ხელისუფლების ცვლილება.
ერთმა საჯარო მოხელემ ღიად მითხრა - "დღეებს ვითვლი როდის წავლენ". ასე ითვლის დღეებს საქართველოს ყველა გონიერი მოქალაქე, რომელიც ზუსტად ხვდება, რომ ცვლილებების გარეშე, ამ ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეებს მომავალი ვერ ექნებათ“, განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.