რუსი ოლიგარქი ვერასდროს გააოცებს ევროპას დემოკრატიით - პეტრე ცისკარიშვილი
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს, ყველასთვის ნათელი იყო, რომ “ბიძინა ივანიშვილის დაპირებები იყო ტყუილი, თუმცა მათ დადგმული კადრებით, გამარჯვება მაინც მოახერხეს.“
ცისკარიშვილს არ სჯერა, რომ ისიც იგივეს გაკეთებას აპირებს, რაც 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა - დამარცხების აღიარებას.
25 დღეში უნდა შევცვალოთ ეს რეჟიმი, ბევრისთვის 2012 წელსაც კი ნათელი იყო რა დაპირებებსაც გასცემდა. ბევრ ადამიანს მაშინაც ესმოდა, რომ ეს ადამიანი იტყუებოდა - რუსი ოლიგარქი ვერასდროს გააოცებს ევროპას დემოკრატიით. მათ მაშინ შეძლეს გამარჯვება დადგმული კადრებით და რადგან ხალხმა გადაწყვიტა და მიიღეს მეტი პროცენტი, სააკაშვილმა აღიარა დამარცხება, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს ადამიანი ახლა მაგას აპირებდეს. თუმცა, ქართველი ხალხის დაჟინებული მოთხოვნით, ბრძოლით, ბოლომდე მიწოლით, ესენი უნდა გავუშვათ ოპოზიციაში, თუ ამის პოლიტიკური ნებისყოფა ეყოფათ“,- განაცხადა ცისკარიშვილმა “რეაქციაში“.