ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთადერთი შანსი, რომ გადარჩეს - ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება - გვარამია
ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთადერთი შანსი, რომ გადარჩეს - ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში “რეაქცია“ განაცხადა.
გვარამიას თქმით, “საქართველოს მოქალაქეებმა “ოცნებას“ ვეტო დაადო და ისინი ხელისუფლებაში ვერ დარჩებიან“.
ის, კალაძის მსგავსად, ფულს ვერ გამოიტანს, ვერ გადაიყვანს ბიტკოინებში და ამ ტიპის ვალუტებში. მას და მის ოჯახის წევრებს ექნებათ მძიმე პრობლემები, არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ღირდეს ამად. მას არა მარტო ქვეყანის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც ექნება პრობლემები, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის გადაბარებას მისთვის, რუსეთისთვის, ეს უბრალოდ გამორიცხულია. ამ ქვეყნის პატრიოტები არ დავთმობთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს.
საქართველოს მოქალაქეებმა “ოცნებას“ ვეტო დაადეს და ისინი ხელისუფლებაში ვერ დარჩებიან, გამორიცხულია“, - განაცხადა გვარამიამ.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.