“კოალიციამ ცვლილებებისთვის“ რუსთავში პირველი ყრილობა გამართა
„კოალიციამ ცვლილებებისთვის“, რომელიც „ახალს“, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ აერთიანებს, რუსთავში პირველი ყრილობა გამართა.
მხარდამჭერებს კოალიციის ლიდერებმა – ნიკა გვარამიამ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა მელიამ და ზურაბ ჯაფარიძემ – მიმართეს. მათ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხების საჭიროებაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრეს.
გვარამიამ სიტყვით გამოსვლაში სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს თავისი საარჩევნო დაპირებები გააცნო, მთავარი დაპირება კი ევროკავშირში გაწევრიანება და ის სიკეთეებია, რომელიც ევროპული ოჯახის წევრობას მოსდევს.
გარდა ამისა, ყრილობაზე კოალიციამ კიდევ ერთხელ წარადგინა საპარლამენტო სიის პირველი ოცეული.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.