„ფლანგვის დეტექტორი“ იმ ბიზნესმენების სიას აქვეყნებს, რომლებმაც ბოლო ორ თვეში მმართველ პარტიას თანხა შესწირეს
„ფლანგვის დეტექტორი“ იმ ბიზნესმენების სიას აქვეყნებს, რომლებმაც ბოლო ორ თვეში მმართველ პარტიას თანხა შესწირეს.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრიდან 26 აგვისტოს ჩათვლით "ქართული ოცნებისთვის" შეწირულმა თანხის ოდენობამ 7 970 206 ლარი შეადგინა.
აღნიშნული კომპანიების უმეტესობა ღვინისა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებით არიან დაკავებულები.
აღსანიშნავია, რომ ამ ბიზნესმენების კომპანიები წლებია სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ხელისუფლებისგან დაფინანსებას იღებენ, რომელთა ჯამური თანხა 61 მილიონ ლარს აღემატება.
- ირაკლი კოტეტიშვილი - შემოწირულება: 120 000 ლარი. სახელმწიფოსგან მიღებული ბენეფიტი: 1.1 მილიონი ლარი (შ.პ.ს. ფალავანის 100%-იანი წილი), 319 362 ლარი (შ.პ.ს. კონდოლის 35% წილი)
- გიორგი ინგოროყვა - მან პარტიას 97 000 შესწირა. სახელმწიფოსგან მიღებული ბენეფიტი: 5,1 მილიონი ლარი. სახელმწიფო ტენდერები: 11.2 მილიონი ლარი.
- ნიკოლოზ სარალიძე და ვაჟა უსანეთაშვილი - ჯამური შემოწირულება: 461 000 ლარი. სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხა: 42 მილიონი ლარი.
- ჯუმბერ ზოიძე - შემოწირულება: 220 000 ლარი. სახელმწიფოსგან მიღებული ბენეფიტი: 455 000 ლარი. სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხა: 49 000 ლარი (შ.პ.ს. ელტური-2008).
- გივი აბესაძე - შემოწირულება: 120 000 ლარი. სახელმწიფოსგან მიღებული ბენეფიტი 348 000 ლარი (შ.პ.ს. წინანდალი+-ის 50% წილი)
მსგავსი სიახლეები
07.09.26 11:26
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.