“ოცნება“ აორთქლდება ისე, როგორც თავის დროზე “მოქალაქეთა კავშირი“ და “აღორძინება“ აორთქლდა- გოგიჩაიშვილი
"გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილის მიიჩნევს, რომ “ოცნება“ ზუსტად ისე აორთქლდება , როგორც თავის დროზე “მოქალაქეთა კავშირი“ და “აღორძინება“ აორთქლდა.
გოგიჩაიშვილი მმართველი გუნდის მომავალზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ “სიხარბე, კორუფცია, ტყუილები, ავტორიტარიზმის მშენებლობა და მესიანიზმი დაემართათ.“
“ქართული ოცნება“ მხარდაჭერის ისტორიულ მინიმუმზეა, პარტია ბიძინა ივანიშვილზე დგას. სანამ იქნება ივანიშვილი , იქნება “ოცნება“- არი იქნება ივანიშვილი, აორთქლდება “ქართული ოცნება“, როგორც თავის დროზე აორთქლდა “მოქალაქეთა“ კავშირი და “აღორძინება“. ზუსტად ეს ბედი ელის ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, იმიტომ რომ მათ რაც დღეს დაემართათ არის სიხარბე, კორუფცია, ტყუილები, ავტორიტარიზმის მშენებლობა და მესიანიზმი დაემართათ. ივანიშვილმა ავტორიტარიზმი შეინარჩუნა და თვითონ გახდა მესია.
ივანიშვილს დაემართა ის, რაც ემართებათ ხარბ ადამიანებს - მოუნდა ბევრი ძალა-უფლება და უკვე დადგა დრო წაიტეხოს ცხვირი. დღეს ივანშვილი დადის და მხარდაჭერას ითხოვს“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.