ივანიშვილი ადეკვატური აღარ არის. ამიტომ იყავით ფრთხილად - ლევან გოგიჩაიშვილი

02.10.24 00:06
ივანიშვილი ადეკვატური აღარ არის. ამიტომ იყავით ფრთხილად - ლევან გოგიჩაიშვილი

“ქართული ოცნება“ ვერც საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს და ვერც უმრავლესობას შეკრებს, იმ ხალხსაც ტყუილად ახდევინებენ ფულს, ვისაც სიაში სვამენ“, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა “რეაქციაში“ განაცხადა.

გოგიჩაიშვილი ყველა იმ ადამიანს, ვინც “ოცნების“ საარჩევნო სიაშია, მოუწოდებს, “ივანიშვილს ნელ-ნელა ჩაეხსნან, რადგან, შესაძლოა ამ ადამიანს რამე ცუდი ჰქონდეს ჩაფიქრებული.“

ვერც საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებენ და ვერც უმრავლესობას შეკრებენ. იმ ხალხსაც ტყუილად ახდევინებენ ფულს, ვისაც სიაში სვამენ. ტყუილად იხდით მაგ ფულს სიაში ჩასმის გამო, გაეცალეთ, სანამ დროა, არ მინდა ამდენმა ადამიანმა საკუთარი მომავალი ერთი ხელის მოსმით გაანადგუროს. არ ვუსურვებ ამ ადამიანებს ივანიშვილზე ჩაყოლას.  

ეს ადამიანი ადეკვატური აღარ არის, არაადეკვატურია და არ გაყვეთ ავანტიურაში, თქვენთვის არის ეს კარგი. მე ერთადერთი შემიძლია ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ ნელ-ნელა ჩაეხსნან, რადგან, შესაძლოა ამ ადამიანს რამე ცუდი ჰქონდეს ჩაფიქრებული. ამიტომ იყავით ფრთხილად. დანარჩენი - საზოგადოებას მოვუწოდებთ, მივიდნენ არჩევნებზე“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილი.

მსგავსი სიახლეები