"თუ [საქართველოში] არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ზომების მიღებას გავაგრძელებთ"- კარპენტერი
"თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ზომების მიღებას გავაგრძელებთ", - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა, მაიკლ კარპენტერმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, ხატია დეკანოიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კარპენტერი ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს ევროინტეგრაციიდან 180 გრადუსით აშორებს.
რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ახლა აკეთებს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან 180 გრადუსით დაშორებაა. თუ ისინი გააგრძელებენ ამ გზას - სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრას, ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევას, უცხოელ აგენტებზე კანონის აღსრულებას და თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ევროკავშირსა და NATO-ში მალე არ შევლენ და ჩვენ განვაგრძობთ ზომების მიღებას, რომლებიც გვაქვს ჩვენი სავიზო პოლიტიკისა და გლობალური მაგნიტსკის სანქციების მიმართ, რომლებიც ეკისრებათ მათ, ვინც არღვევენ დემოკრატიულ ნორმებს.
არ შეიძლება იყოს ამხელა უფსკრული ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლის მისწრაფებასა და იმას შორის, რასაც ამჟამად ხელისუფლება აკეთებს. მინდა, ვიყო აბსოლუტურად მკაფიო. ის, რასაც ადგილზე ვხედავთ, მიუღებელია", - ამბობს კარპენტერი.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.