მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის აქამდე უთქმელ ამბავს იხსენებს
მიხეილ სააკაშვილი აგვიტოს ომის აქამდე უთქმელ ამბავს იხსენებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ 2008 წელს მას ნიკოლა სარკოზიმ ომის შეწყვეტის გეგმა ჩამოუტანა, რომლის მე- 6 პუნქტიც რუსეთის მიერ იყოს ჩამატებული და ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის გარკვევას ეხებოდა.
ყოფილი პრეზინდეტის თანახმად, სარკოზიმ სააკაშვილს უთხრა, რომ აღნიშნული პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას პუტინი მოკლავდა, თუმცა პრეზიდენტის პასუხი იყო მტკიცე: "რომ ჩვენი მიწის კოსოვიზაციას არასდროს დაუშვებდა".
2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის გავლით, ჩვენთან ჩამოფრინდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ნოკოლა სარკოზი, რომელმაც ჩამოიტანა ომის შეწყვეტის 6 პუნქტიანი გეგმა, სადაც მე-6 პუნქტი ჩამატებული იყო რუსეთის მოთხოვნით და იყო შემდეგი შინაარსის: "აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სადავო ტერიტორიების სტატუსი უნდა გაირკვეს მომავალი საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგად". ამაზე ჩვენი პასუხი იყო მტკიცე და შეუვალი - 1) ტერიტორიები არაა სადავო; 2) მათი სტატუსი წყდება საქართველოს მიერ საკუთარ შემადგენლობაში და ჩვენი მიწის კოსოვიზაციას ჩვენ არ დავუშვებდით.
დაინახა რა, რომ ფეხს არ ვიცვლიდით, სარკოზიმ მითხრა: “მიშა, შენ თუ ამ პუნქტს არ მიიღებ, მე აქედან გავფრინდები და ხვალ პუტინი მოგკლავს”, “რაც არ უნდა მიქნას, არასდროს მოვაწერ ხელს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას”.
რამდენიმე საათიანი კამათის შემდეგ, მედვედევმა თვითონ დარეკა და დასთანხმდა მე-6 პუნქტის ამოღებას. ამ საუბარს ჰყავს ბევრი მოწმე, თუ ვინმეს ჩემი არ სჯერა.
არ ვიცი მოკვლით ემუქრებიან თუ არა ივანიშვილს ან მის კოჰორტას, მაგრამ ასეც რომ იყოს, ღალატს არანაირი გამართლება არა აქვს. მე რატომღაც მგონია, რომ ყოველგვარი მუქარის გარეშე, თავისი ნებით და სიამოვნებითაც კი აბარებენ საქართველოს.
26-ში წინ ამოვუშენებთ დიდ ჯებირს!, - წერს მიხეილ სააკაშვილი.