სააკაშვილის ინიციატივა: შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის - მიხეილ სააკაშვილმა მისი სურვილი სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას გააჟღერა.
მისი თქმით, საჭიროა ბევრი ადამიანი საარჩევნო ხმების მობილიზაციისა და დაცვისთვის.
"მე მაქვს შემდეგი მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი. მინდა, მოვუწოდო ამ შემთხვევაში ენმ-ს, ჩვენ ახლა გვჭირდება მოხალისეები, ძალიან ბევრი საარჩევნო მოხალისე, ხალხს სჭირდება დიდი ენერგია. მე მინდა, ადამიანებს ვთხოვოთ, რომ ხელფასის გარეშე გადადონ ეს ბოლო რამდენიმე კვირა, მოიარონ კარდაკარ თავიანთი მეზობლები, მოხდეს საარჩევნო ხმების მობილიზაცია და ასევე, ვიყოთ მზად არჩევნების ხმების დაცვისთვის. თუ ბევრი ხალხი მოვა, ამ არჩევნებს ვერავინ ვერ გააყალბებს"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.