ლევან სანიკიძე: 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ

02.10.24 13:21
ლევან სანიკიძე: 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ

დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ. 26 ოქტომბრის ცვლილების შემდეგ, მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით, - ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს პროდასავლური ფორმით ქართველი ხალხის წარმომავლობას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება სრულ იზოლაციაშია მოქცეული, მათ უბრალოდ ხელს არ ართმევენ. პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე ვნახეთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამასპინძლებაზეც კი უარი უთხრეს, რაც ნამდვილად სამარცხვინო იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის.

ოფიციალური ორგანოებიდან და პირებიდან მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს ამ პროდასავლური ფორმით ქართველი ხალხის წარმომავლობას.

დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრიდან ჩვენს პროდასავლელ მეგობრებს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვს - სანქცირებულ ხელისუფლებასთან აღარ მოუწევთ ურთიერთობა.

26 ოქტომბრის ცვლილების შემდეგ, მომავალ კოალიციასთან, პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ სხვადასხვა ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების მიმართულებით“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.

შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დოკუმენტური ფილმის ჩვენებას: „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ უკვე დაესწრო.

პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაშიც, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, გუშინ კი პოლონეთში პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა.

 

მსგავსი სიახლეები