"ოცნებას", როგორც ჩვენი პარტნიორები, ისე ქართველი ხალხი დაადებს მთავარ სანქციას - საბა ბუაძე
"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ "იმ ძირგამომთხრელ სამუშაოს, რომლითაც დაკავებულია "ოცნება" საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ".
სწორედ ამიტომ, საბა ბუაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას, როგორც ჩვენი პარტნიორები, ისე ქართველი ხალხი დაადებს მთავარ სანქციას.
ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ იმ ძირგამომთხრელ სამუშაოს, რომლითაც დაკავებულია "ოცნება" საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხედავენ, რომ ივანიშვილი ცდილობს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას და რუსეთის პირისპირ დატოვებას და ზუსტად ამ ძირგამომთხრელი საქმიანობიდან გამომდინარე, ვხედავთმ რომ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იდგმება აი ამ მოღალატეობრივი ძალის წინააღმდეგ და რასაკვირველია არსებობს მოლოდინი, რომ ეს სანქციები კიდევ უფრო გაღმავდება და "ოცნებას", როგორც ჩვენი პარტნიორები დაადებენ სანქციებს, ისე ქარტელი ხალხი დაადებს მთავარ სანქციას", - განაცხადა საბა ბუაძემ.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყანას 180 გრადუსით აშორებს ევროინტეგრაციიდან და რომ აშშ გააგრძელებს ზომების მიღებას, "თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი".