"ოცნება" სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკას არ იღებს და ისევ "შანტაჟზე" საუბრობს
შანტაჟით ვერავინ შეგვაშინებს - ასე ეხმაურებიან "ოცნებაში" თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას.
მმართველი გუნდის დეპუტატის, ლევან მაჭავარიანი შტატებიდან გაკეთებულ უმკაცრეს გზავნილს დეზინფორმაციად აფასებს და კარპენტერს განმარტებას სთხოვს.
ბატონი კარპენტერის განცხადებას ე.წ რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც არის ქართული გამჭვირვალობის კანონი, ეს მისი მხრიდან არის დეზინფორმაცია. მაშინ მან უნდა განმარტოს, რატომ არის ეს კანონი რუსული. რაც შეეხება სანქციების თემას, ეს თემა უკვე რამდენიმე თვეა მუსირებს, რამდენჯერმე გაჟღერდა, რომ თითქოს 30 თუ 40 დეპუტატი დაასანქცირეს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობთ. ამ შანტაჟით ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება", - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყანას 180 გრადუსით აშორებს ევროინტეგრაციიდან და რომ აშშ გააგრძელებს ზომების მიღებას, "თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი".
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.