"ოცნება" განსხვავებული რეალობის წარმოჩენას ცდილობდა - ლევან სანიკიძე

02.10.24 13:40
"ოცნება" განსხვავებული რეალობის წარმოჩენას ცდილობდა - ლევან სანიკიძე

„ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები საქართველოსთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ინარჩუნებენ, - ამის შესახებ  „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. საქმე ირაკლი კობახიძის ამერიკაში ვიზიტს, სადაც პრემიერი შეხვედრას ჯერ ბაიდენთან, შემდეგ კი ტრამპთან შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. 

,,ქართული ოცნება’’ ცდილობს, ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული პოზიცია მათ მიმართ რაიმე ფორმით შეცვალოს და პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენოს ის, თითქოს დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს საქართველოსთან და ივანიშვილთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ. თუმცა, ორივე პარტია – როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული – ნათლად და მკაფიოდ ამტკიცებენ, რომ დგანან ქართველი ხალხის გვერდით. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ეწინააღმდეგება ქართულ სახელმწიფოს და ქართველი ერის მისწრაფებებს, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 78- ე მუხლითაც არის დამტკიცებული, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
 

მსგავსი სიახლეები