მიხელ სააკაშვილი მზად არის სასამართლოში გამოცხადდეს

02.10.24 13:57
მიხელ სააკაშვილი მზად არის სასამართლოში გამოცხადდეს

დაპატიმრებული პრეზიდენტი მზად არის სასამართლოში გამოცხადდეს. ამ ინიციატივით მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს მიმართა.

მესამე პრეზიდენტმა, რომელიც დღევანდელ სასამართლო პროცესს "ვივა მედიდან" დისტანციურად ერთვებოდა, მოსამართლეს მოუწოდა, მისი სასამართლოში მისვლა დააორგანიზოს. 

მინდა, უშუალოდ თვალებში ჩავხედო მოწმეებს და დავკითხო - უთხრა სასამართლოს დღეს დაპატიმრებულმა პრეზიდენტმა.

მე მზად ვარ და მინდა, დავესწრო შემდეგი მოწმეების დაკითხვას. დააორგანიზეთ, ჩემი მოსვლა სასამართლოში. მე შემეძლება, უშუალოდ თვალებში ჩახედვით დავკითხო ყველა მოწმე. მინდა დავესწრო და გააკეთეთ ამის ორგანიზება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები