კობახიძემ არ იცის, იქნება თუ არა ისევ პრემიერი

02.10.24 14:38
კობახიძემ არ იცის, იქნება თუ არა ისევ პრემიერი

ირაკლი კობახიძემ არ იცის, იქნება თუ არა ისევ პრემიერი. საკითხზე "პირველების" დასმულ კითხვას ირაკლი კობახიძე პირდაპირ ვერ პასუხობს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება პარტიის საპატიო თავმჯდომარემ უნდა მიიღოს.

"ყველაფერი იქნება ისე, რომ თქვენ სანერვიულო გექნებათ", - ამბობს პრემიერი. 

ამაზე არ ინერვიულოთ. გადაწყვეტილებას იღებს პოლიტსაბჭო და პირველ რიგში, პარტიის საპატიო თავმჯდომარე. როცა გადაწყვეტილებები მიიღება, იქ გაიგებთ ყველაფერს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ პროცედურებს, რომელიც გაწერილია პარტიის წესდებით, ასეთ კითხვებზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ ყველაფერი იქნება ისე, რომ თქვენ არ გექნებათ, უფრო სწორად, გექნებათ ნერვიულობის საფუძველი, - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები