თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი მარინა კალიურანტს შეხვდნენ
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და “ერთიანობის” ლიდერი გიგი წერეთელი ესტონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროპარლამენტის წევრს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან მარინა კალიურანტს შეხვდნენ.
მოგეხსენებათ, რომ სწორედ ამ ფრაქციის წევრი იყო “ქართული ოცნება”, სანამ აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფი არ დაატოვებინეს “ოცნებას” ანტიევროპული ნაბიჯების და პოლიტიკის გამო.
პარტიის ლიდერების განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო 26 ოქტომბრის უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე, სადაც აუცილებლად საქართველოს ევროპულმა მომავალმა უნდა გაიმარჯვოს.”